ანკარაში ხმაურის გამო მეზობლებს შორის ჩხუბს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია

თურქეთის დედაქალაქში ხმაურის გამო მეზობლებს შორის დაწყებულ ჩხუბს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი ბავშვია.

ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იტყობინება.

„5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის ორი ბავშვი, მეზობელმა, რომელთან მანამდე ხმაურის გამო ჩხუბი მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა“, – იტყობინება ტელეარხი.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი სინჯანის რაიონში, პაპათიას ქუჩაზე, ერთ სახლში მცხოვრებ მეზობლებს შორის მოხდა.

ერთი ოჯახის ოთხი წევრი ადგილზე დაიღუპა, ერთი – საავადმყოფოში.

ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მეზობლების თქმით, ხმაურის გამო მეზობლებს შორის ჩხუბი ხშირად მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები