„ლელოს“ რეალური ლიდერები პოლიტიკაში გასართობად არიან, საკუთარ გართობაში ფულს იხდიან” – იაგო ხვიჩია

„ცხენზე ამხედრებული ოპოზიციონერის მანტიიდან ქვეყნის დაცვა საკმაოდ ვადაგასული ამბავი მგონია“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა.

„მგონია, „ლელოს” 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას არც უნდა, მათ უნდათ პოლიტიკიდან ღირსეული წასვლა და ამისთვის ემზადებიან. „ლელოს“ პოლიტიკოსები აკლია. ვინც არიან „ლელოს“ რეალური ლიდერები, ისინი პოლიტიკაში მგონია რომ გასართობად არიან, ბევრი ფული აქვთ და საკუთარ გართობაში ფულს იხდიან“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც, „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები