„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა” – ირაკლი კობახიძე
„უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს და ასეთ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ვარდების რევოლუციამ,, ქვეყანას მოუტანა: ადამიანის უფლებების შელახვა, ადამიანის წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის რუსეთისთვის გადაცემა, არჩევნების ტოტალური გაყალბება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ შეკრებას აპირებს.