“სააკაშვილი რომ ლაპარაკობს ბადრი პატარკაციშვილსა და 7 ნოემბრის პროცესებზე, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო” – ირაკლი კობახიძე
„სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც მოაწყო ეს ბრუტალური დარბევა 7 ნოემბერს, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, მიიტაცა ეს ტელევიზია, მიიტაცა კანონიერი მფლობელისგან ბადრი პატარკაციშვილისგან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ამ ყველაფრის შემდეგ რომ ეს კაცი ლაპარაკობს ბადრი პატარკაციშვილზე, იმ პროცესებზე, ეს უბრალოდ არის სამარცხვინო. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს. უბრალოდ არ აქვს ამ კაცს შუბლის ძარღვი, მორალი არ აქვს საერთოდ ამ კაცს. სამარცხვინოა მისი თითოეული განცხადება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.