„არჩევნებში მიიღებენ შესაბამის შედეგს, არავითარი გაერთიანება არ უშველით“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

„თუ ერთ- და ორპროცენტიანი პარტიები _ („ლელო“, გახარია ა.შ.) გაერთიანებაზე იფიქრებენ ეს მათთვის უკეთესი იქნება, ბარიერთან დაკავშირებით სპეკულაციები დაამთავრონ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„იციან საკუთარი რეიტინგები, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. მე მგონია, რომ ოპოზიცია დისკრედიტირებულია. საზოგადოებამ დაინახა როგორ ეწეოდა ოპოზიცია ამ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა და არჩევნებში ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს, არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები