“თამაზ გინტურის საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე დადგეს სასჯელი” – ირაკლი კობახიძე
„თამაზ გინტურის საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე დადგეს სასჯელი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმის გამოძიებას, ამით დაკავებულები არიან შესაბამისი უწყებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე დადგეს სასჯელი და ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, რომლებიც ყველა ბერკეტს იყენებენ იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
22 ნოემბერს, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით.