ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, საბოლოოდ, დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას, კონსენსუსის საფუძველზე იქნეს მიღებული.

“ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. თითოეულ თემასთან დაკავშირებით იმართება საინტერესო დისკუსიები. ორ თემაზე იყო უკვე ასეთი დისკუსიები. რა თქმა უნდა, განხილვა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, საბოლოოდ, დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები