ირაკლი კობახიძე: არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე

“ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გადაიჭრას.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ არ უნდა გავყოლოდით პერსონალიზებულ მიდგომას, და შემდეგ ეს გაიზიარა ევროკომისიამ და სწორედ ამის გამო პარლამენტმა აღარ მიიღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომას. შემოგვთავაზეს, სისტემური მიდგომით წავსულიყავით წინ. ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ა.შ. ეს არის სისტემური მიდგომა, რომელიც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ კი ევროკომისიამ. ზუსტად ამ მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული. ზოგადად, კანონმდებლობები და სამოქმედო გეგმები ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები