“როდესაც საქართველოში რუსულ გავლენებზეა საუბარი, პირველ ყოვლისა, ამ გავლენის სახე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი გარემოცვაა” – ხაინდრავა

“მინდა გითხრათ, რომ მე ვარ მოწმე და ასევე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი (მინდა, მან ან დაადასტუროს, ან უარყოს), რომ თემურ ალასანია, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, შემდეგ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობდა, რომელში მონაწილეობის არანაირი უფლება არ ჰქონდა”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქართველოში რუსულ გავლენებზეა საუბარი, პირველ ყოვლისა, ამ გავლენის სახე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი გარემოცვაა.
“ჩემი განცხადების მეორე ნაწილი, ეხება თემურ ალასანიას, ჩემი აზრით, ასევე აღიარებით ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო დანაშაული მიზანმიმართულად ხდებოდა. ეს საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით იყო მიმართული. მინდა გითხრათ, რომ მე ვარ მოწმე და ასევე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი (მინდა, მან ან დაადასტუროს, ან უარყოს), რომ თემურ ალასანია, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, შემდეგ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობდა, რომელში მონაწილეობის არანაირი უფლება არ ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, მისი მხარდაჭერით და წაქეზებით მოხდა ყველა იმ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღება, რამაც საქართველო ცხინვალის რეგიონში კონფლიქტამდე მიიყვანა და რის შედეგადაც ტერიტორიის 20 % დაკარგა. ალასანია ამ დანაშაულებრივ ქმედებაში პირდაპირ მონაწილეობდა, ისევე – როგორც მისი დისშვილი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე უშიშროების სამჭედლოში იყო აღზრდილი, რასაც საბჭოთა კავშირის დროს კიევის დიპლომატიური აკადემია წარმოადგენდა. ეს იყო საბჭოთა უშიშროების სამჭედლო, მანდ სწავლობდა გელა ბეჟუაშვილი, ლევან ვარშალომიძე. რუსული სცენარები საქართველოში ხორციელდებოდა ზუსტად ამ ადამიანების მიერ, რომლებიც თავის დროზე გაზრდილები იყვნენ ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდეგ რუსეთის უშიშროების ორგანოების მიერ. როდესაც საქართველოში რუსულ გავლენებზეა საუბარი, პირველ ყოვლისა, ამ გავლენის სახეა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი გარემოცვა”, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები