რუსეთმა ზამთრის წინ ფრთოსანი რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი დააგროვა და, ამავდროულად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ პოტენციური კამპანიისთვის ბრძოლის ველს აყალიბებს.
ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 18-დან 19 ნოემბრამდე პერიოდში რუსეთმა, ძირითადად კიევის მიმართულებით, 50-მდე “შაჰედი” გაუშვა.
მათი აზრით, რუსეთის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესუსტება და ბრძოლის ველის ფორმირებაა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე პოტენციური თავდასხმის წინ.
“რუსეთი თითქმის ორი თვეა, თავს იკავებს ფრთოსანი რაკეტების გაშვებისგან, რაც, სავარაუდოდ, მას ასეთი იარაღის მნიშვნელოვანი მარაგის დაგროვების შესაძლებლობას მისცემდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.