კახეთში მამაკაცს მოჭრილი ხე დაეცა და გარდაიცვალა

კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, ტყეში მოხდა, სადაც მამაკაცს ხე დაეცა და დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა. მოჭრილი ხე წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა. გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები