პაველ ჰერჩინსკი: გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას
“ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და ბიზნესისთვის პირობების შექმნას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნესკლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატი იყოს ხელის შემწყობი საქართველოში ევროკავშირის კომპანიების საქმიანობისა და ქართული კომპანიების საქმიანობისთვის ევროპაში. ევროპული ბიზნეს ასოციაცია ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის ინდექსს. ჩვენ გულწრფელად ველოდებით საქართველოში ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი ეხება ევროკავშირთან დაახლოებას, კეთილდღეობის გაზრდას და პირობების შექმნას როგორც ქართული ბიზნესისთვის ევროპაში, ისე ევროპული ბიზნესის ინვესტიციებისთვის საქართველოში. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაა და ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი ამის ნაწილია პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, რომელიც დაგვეხმარა ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.