ღაზაში ისრაელის დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 68-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ბრძოლების დროს კიდევ ორი სამხედრო დაიღუპა, ჯამურად, მსხვერპლი 68-მდეა გაზრდილი.

ბოლო 24 საათში “ჰამასთან” ბრძოლას შეეწირა – 26 წლის კაპიტანი, “გივათის” ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონის ოფიცერი – არნონ მოშე ავრაჰამ ბენვენისტი ვასპი და ამავე ბრიგადის “რეტემის”ბატალიონის სამხედრო, შტაბ-სერჟანტი, 20 წლის ილია სენკინი.

ასევე, ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა ორი რეზერვისტი და სამი სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები