ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 13 300-მდე გაიზარდა

ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანკლავში ისრაელის საპასუხო თავდასხმების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 13 300 პალესტინელი დაიღუპა.

მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის, სულ მცირე, 5 600 ბავშვი და 3 550 ქალია დაღუპული.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე დარტყმას მას შემდეგ ახორციელებს, რაც „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 200 ისრაელელი მოკლეს და 200-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები