ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობს – გია ვოლსკი

“კეზერაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად გამოსულია. პარტიულ იერარქიაში არავის წარმოადგენს და მილიონებს ხარჯავს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გავრცელდეს, ეს არის ოლიგარქია თავისი კლასიკური გაგებით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, არც ამის სურვილი აქვს და არც ამის აუცილებლობა არ არის. მისი ჩამოყალიბებული „ქართული ოცნება“ სწორ გზაზე დგას და იმ პოლიტიკის ერთგულია, რაც ერთად დავგეგმეთ.

სალომე ზურაბიშვილს ცუდად ახასიათებს არაობიექტურობა, უმადურობა და ამავე დროს გარკვეული სტრატეგიული გეგმის ნაწილად ჩამოყალიბება, რომელიც „რევოლუციურ კომიტეტს“ გააჩნია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები