ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის
ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული სტაბილურობა.
„ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან არის გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი მომავალი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ორი ომი მძვინვარებს ჩვენი კავშირის საზღვრებს გარეთ – უკრაინასა და ღაზაში. და გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივით. ამ მღელვარე დროში, ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული სტაბილურობა. და ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსნები იმის შეფასებისას, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
The 🇪🇺🇨🇳 relationship is a determining factor for our economic prosperity & national security.
China is a trading partner & industrial powerhouse, but also:
• a technological competitor
• a military power
• a global player with a distinct, diverging idea of the global order— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 16, 2023