ნიკა მელია: IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაცმოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მმართველობის შედეგი

“ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი, რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაცმოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს, ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მმართველობის შედეგი.

“ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას და ახლა IRI-ს კვლევაში 40% ამბობს რომ ნაციონალურ მოძრაობას არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%- ით მეტი, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე.

მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილსა და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.

ამ განწყობის არსებობა, მით უმეტეს, ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს ოცნების პროპაგანდას…”, – წერს მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები