„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გაემიჯნება თუ არა ამ გუნდს“

პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გაემიჯნება თუ არა ამ გუნდს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აღნიშნულ საკითზე აბაშიძემ ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა თუმცა აღნიშნა, რომ მთავარი ის არის, რომ ყველამ ერთად ქვეყნის კეთლდღეობაზე იზრუნოს.
„პრეზიდენტი არის არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ და მას აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. მისი დასახელება მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ. თუ მომავალში პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ამ გუნდს გაემიჯნოს, ეს მისი გადასაწყევეტი იქნება. წინასწარ მე ამაზე რა თქმა უნდა ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის მთავარია, რომ ყველამ ვიზრუნოთ ქვეყანაზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები