პოლიციელი, რომელმაც საფრანგეთში მოზარდი მოკლა, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა – თავისუფალია

საფრანგეთის ქალაქ ნანტერში 27 ივნისს 17 წლის მოზარდის – ნაელის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი თავისუფალია.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

ინფორმაციას ნანტერის პროკურატურაშიც ადასტურებენ.

ამიერიდან, 38 წლის ფლორიან მ. სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მას ეკრძალება ნანტერში გამოჩენა, იარაღის ფლობა და საქმის მოსარჩელესთან ან მოწმეებთან კონტაქტი.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ მისი სამარტოო საკანში დაკავება საჭირო აღარ არის.

ფლორიან მ. წინასწარ პატიმრობაში 29 ივნისიდან იმყოფებოდა, როდესაც მას ბრალი „განზრახ მკვლელობის“ მუხლით წაუყენეს.

ნაელის მკვლელობამ ნანტერში და შემდეგ საფრანგეთის ბევრ ქალაქში მასობრივი არეულობა და დარბევები, ასევე, დაკავებები გამოიწვია.

არეულობის ყველაზე მძიმე ღამეს დაზიანდა 1,5 ათასი შენობა, დაიწვა 2000 მანქანა და ქუჩებში დაახლოებით 3800 თავდასხმა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები