ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზაში მეჩეთში გვირაბის შახტი აღმოაჩინეს
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ღაზას სექტორში “ჰამასის” ბოევიკების და მათი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშს აგრძელებენ.
ამის შესახებ არმიის განცხადებაშია ნათქვამი.
სახმელეთო ოპერაციის დროს IDF-ის ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში ერთ-ერთ მეჩეთში გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.
IDF-ის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა 200 „ტერორისტული სამიზნეზე“ რომელთა შორის იყო იარაღის წარმოების ობიექტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარები და ოპერატიული მართვის ცენტრები.
ღამით ისრაელის საზღვაო ძალებმა ასევე იერიში მიიტანეს სამხედრო ბანაკზე, რომელსაც “ჰამასის” „საზღვაო ძალები“ წვრთნისა და იარაღის შესანახად იყენებდნენ.