IDF ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორებს მიაწვდის

ისრაელის თავდაცვის არმიაში განაცხადეს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ჩვილებისთვის ინკუბატორებს მიაწვდიან.

როგორც ​ისრაელის მთავრობის სპიკერმა, ეილონ ლევიმ სოციალურ ქსელში დაწერა, “​IDF-მა დაიწყო მუშაობა ისრაელის საავადმყოფოდან ინკუბატორების გადატანაზე. მზად ვართ, ვიმუშაოთ სანდო შუამავალთან ინკუბატორების გადასაცემად”.

მედია წერს, რომ გაუგებარია – რატომ გახდა ინკუბატორების გადაცემის საჭიროება, რადგან ალ-შიფას საავადმყოფოს ისინი ისედაც აქვს, პრობლემა მხოლოდ ელექტროენერგიის არარსებობაა.

“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბოლო სამ დღეში საავადმყოფოში 32 პაციენტი დაიღუპა, მათ შორის – სამი ნაადრევად დაბადებული ბავშვი.

ადგილობრივი ექიმები კი ამბობენ, რომ საწვავის ნაკლებობის გამო ბავშვები ინკუბატორებიდან გამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები