რუსებმა ხერსონის ერთ-ერთი საავადმყოფო დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ერთ-ერთი საავადმყოფო დაბომბეს, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე იტყობინება.

„რუსეთის არმიამ ხერსონის ერთ-ერთ საავადმყოფოზე იერიში მიიტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკუდინის თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა სასწრაფო დახმარების მანქანა და სხვა მანქანები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები