დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფილი პრემიერი, დევიდ კემერონი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ქვეყნის ყოფილი პრემიერი, დევიდ კემერონი დაინიშნა.

დაუნინგ სტრიტის განცხადებაში ნათქვამია: „მეფე მოხარულია, დაამტკიცოს პატივცემული დევიდ კამერონი საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნად. მისმა უდიდებულესობამ, ასევე, სიამოვნებით მიანიჭა დევიდ კემერონს გაერთიანებული სამეფოს ბარონის წოდება”.

კემერონის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიაში გამოეხმაურნენ.

ამის შესახებ SkyNews-ი წერს.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რამდენიმე კვირის წინ რიში სუნაკმა თქვა, რომ დევიდ კამერონი წარუმატებელი სტატუს -კვოს ნაწილი იყო, ახლა ის მას სამაშველო რგოლად აბრუნებს. ეს ფაქტი სასაცილოს ხდის პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ, ტორის 13-წლიანი წარუმატებლობის შემდეგ, ის საზოგადოებას ცვლილებას სთავაზობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები