გურამ მაჭარაშვილი: მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია

„ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა სამთავრობო ცვლილებები შეაფასა.

„მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე კარგად მოვდივართ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. პოზიტიურია ის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ძალოვანი სტრუქტურების ურთიერთკოორდინაციას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე მას შემდეგ დაიკავებს, რაც პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს. პროექტის საპარლამენტო განხილვები დღეს იწყება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი სამშაბათიდან გეკა გელაძე უხელმძღვანელებს. კანდიდატურა კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები