ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტების საარჩევნო კანონმდებლობა და სისტემა – ოპოზიცია წინასწარ ემზადება სპეკულაციისთვის

“თავიანთივე განცხადებებით აჩვენებენ, რომ ევროკავშირი კი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხელისუფლება, მეტი არაფერი”, – ამის შესახებ  მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას საუკეთესო საარჩევნო სისტემა აქვს.

„აქამდე ეგონათ, რომ თუ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მარცხს განიცდიდა, ეს მათ ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობა იქნებოდა. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევნების ჩატარების მაღალი სტანდარტი. საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, რომ ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს – დღეს ჩვენ გვაქვს საუკეთესო, ევროპული სტანდარტების საარჩევნო კანონმდებლობა და სისტემა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია წინასწარ ემზადება მარცხისთვის და კვლავ სპეკულაციისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები