ნიკოლოზ სამხარაძე: პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია
პრეზიდენტი თუ პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევის რეციდივია, რაც არ მგონია, მის პოლიტიკურ საქმიანობას წაადგეს,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“არ ვიცი, მთავრობამ თანხმობა მისცა თუ არა. რაც შეეხება მის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ტერმინებს ნუ ავურევთ, რადგან ამ შემთხვევაში დეპოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის იგულისხმება. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ამას პარტიებს შორის ვგულისხმობთ. მათ შორის, პარლამენტშიც“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.