გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტი არაევროპულად იქცევა
“პრეზიდენტი იქცევა არაევროპულად, ის არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტს.
მაჭარაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის ქმედებები არასერიოზული ხდება.
“ასევე, არღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ესეც არაევროპულია. მის ვიზიტებს აქამდე არაფერი მოუტანია საწინააღმდეგოს გარდა. მისი საქციელები არამხოლოდ არასახელმწიფოებრივი, ასევე, არასერიოზული ხდება. თუ ის ასე გააგრძელებს, საზოგადოებრივ მოძრაობაშიც კი არავინ მიიღებს მას,” – აცხადებს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.