“დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კავკასიის ცივილიზაციის ცენტრად რჩება” – გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

“დასრულდა რუსული იმპერიის და არა მხოლოდ ბოლო გეოპოლიტიკური ნარატივი საქართველოს გეოგრაფიულად მცირე აზიის ნაწილად შერაცხვისა (იხილეთ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია).

დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, აღსრულდა ქართველ პატრიოტთა მრავალსაუკუნოვანი ოცნება საქართველოს ევროპის ნაწილად ქცევისა, სულხან საბათი დაწყებული, ალექსანდრე ბატონიშვილით და სოლომონ მეორეთი გაგრძელებული, რომლის ესტაფეტაც სოლომონ დოდაშვილმა გააგრძელა და ილიამ აიტაცა, რაც თანამედროვეობაში ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაგვიტოვეს შესასრულებელ მანიფესტად.

ამასთან, დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ დღესაც რჩება კავკასიის ცივილიზაციის ცენტრად! და ამით თბილისი ხდება კავკასიელ დაპყრობილ ერთა და ეთნოსთა პოლიტიკური ცენტრიც!

დღევანდელ დღე მსურს ასევე მივულოცო მთავრობას, პარლამენტს და დიპკორპუსს ქართველ ხალხთან ერთად.

ბიზანტიის დაცემის შემდეგ, ექვსი საუკუნის გარიჟრაჟზე ევროპა შემოვიდა საქართველოში!

დღევანდელ დღეს გილოცავთ, ახალ საქართველოში!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები