რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს

ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს უფრო ძლიერ ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა „ტვიტერზე” წერს.

როგორც მეცოლა აღნიშნავს, ევროპარლამენტი მიესალმება გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების პროგრესს.

„ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მქონე ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს. დღეს ევროკომისიის რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და სუფთა ევროპული გზა მისცა მილიონობით ადამიანს თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილური მომავლისკენ“, – წერს რობერტა მეცოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები