ლევან დავითაშვილი: საბანკო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი

საბანკო სექტორს გააჩნია წამყვანი როლი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმატებაში, ვხედავთ, რომ ეს სექტორი არა მხოლოდ იზრდება, არამედ უფრო მეტად ინოვაციური, უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება გლობალურადაც და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიცეპრემიერმა ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის სტაბილურობის, წარმატებისა და განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკისა და ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

„ბოლო წლებში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის სრულ თანხვედრაში საფინანსო და საბანკო სექტორთან. ჩვენ ვმუშაობთ კაპიტალის ბაზარზე, დანაზოგების შექმნის ახალ სისტემებზე, მექანიზმებზე, ვმუშაობთ, რომ გაჩნდეს ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები მეტი კაპიტალის მოსაზიდად ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო დავაჩქაროთ, კიდევ უფრო მდგრადი და ინოვაციური იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები