“ომის დასრულების შემდეგ, ისრაელი ღაზას სექტორის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ,,ჰამასთან,, ბრძოლების დასრულების შემდეგ, ისრაელი ღაზას სექტორში უსაფრთხოებას განუსაზღვრელი ვადით უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ABC-ის ეთერში განაცხადა.
„ისრაელი განუსაზღვრელი ვადით აიღებს საერთო პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე, რადგან ჩვენ დავინახეთ, თუ რა ხდება, როდესაც ამას ჩვენ არ ვაკეთებთ. როდესაც ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე, ყველაფერი, რაც გვაქვს, არის ,,ჰამასის,, ტერორის მოზღვავება ისეთი მასშტაბით, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
გასულ კვირას თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ღაზას სექტორის მომავალი ჯერ განსაზღვრული არ არის. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ,,ჰამასი,, სექტორის მმართველობაში ვეღარ დარჩება მას შემდეგ, რაც 1400 ისრაელელი მოკლა და 200-ზე მეტი მძევალი აიყვანა.