“კომენტარის გარეშე” – კოჩიევმა გვიან ღამით ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან არ ისაუბრა

ერგნეთში გვიან ღამით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, რომელიც 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავებას მიეძღვნა.

როგორც წესი, ერგნეთში წინა შეხვედრების დასრულების შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი, ეგორ კოჩიევი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

თუმცა, ამ შემთხვევაში, მან ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა.

”კომენტარის გარეშე”, – აღნიშნა კოჩიევმა.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები