“უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას” – სააკაშვილი
“იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
“უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას”, – ნათქვამია სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.