გრიგოლ ლილუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა  ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

“სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები