ირაკლი კობახიძე: მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას, თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ნაცმოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თანაპარტიელებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

„მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი განვითარებისთვის. ასევე, კარგი იქნება, თუ ისინი არ შემოვლენ შემდეგ პარლამენტშიც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ წააგებს არჩევნებს. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარლამენტში. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ამიტომ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. ასეთი სლოგანი გვქონდა 2017 წელს: „ნაცნკალები, მით უკეთესი“. ანუ, რაც ნაკლები ნაცი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები