ელისო ბოლქვაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობასა და კომიტეტის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.
„აღსანიშნავია, რომ 4 დეკემბერს დაგეგმილ კულტურის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ელჩი სპიკერად წარდგება და კულტურის დიპლომატიის როლზე ისაუბრებს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ელისო ბოლქვაძემ.