მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას, რომლისთვისაც შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომადაა მიჩნეული

“ნიკა მელია ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას თუ მიმხრობას, რომლისთვისაც შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიას განცხადება არასწორი მსჯელობაა.

„მორიგ ჯერზეც მელიას არასწორი მსჯელობაა. არ მგონია, მელია ვერ ხვდებოდეს, რომ ეს არასწორი მსჯელობაა. ის ცდილობს ელექტორატის იმ ნაწილის გადაბირებას თუ მიმხრობას, რომლისთვისაც შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შეცდომად არის მიჩნეული. როგორც ჩანს, ახლა მელია ცდილობს, რომ სწორედ ამ კატეგორიის ელექტორატზე და მათ მიმხრობაზე იმუშაოს. ისე, რომ აბსურდულია ეს მსჯელობა ყველას კარგად მოეხსენება. იმ ფონზე, როდესაც მიზეზი აღარ დარჩა არავის სათქმელად არჩევნების ავკარგიანობასთან დაკავშირებით ახლა ისხდნენ და საუბრობდნენ ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება. დეპოლარიზაციის რეკომენდაცია გვაქვს მიღებული სხვას თავი, რომ დავანებოთ ქვეყანას და ამ ფონზე, ცდილობდნენ, რომ პარლამენტიდან გაიყვანონ ოპოზიცია და პროცესები ქუჩაში გადაიტანონ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმის მცდელობა. ამას არამც და არამც საერთო არაფერი აქვს ცივილიზებულად პოლიტიკის კეთების პროცესთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ ოპოზიციის, კონკრეტულად კი “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით დაწერა: “ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები