ანა ბუჩუკური: რამე მეტყობა, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც კომიკურ ორგანიზაციადაა ჩამოყალიბებული
მეტყობა რამე, რომ ნიკა მელიას მოწოდებას ვიღებ? ურჩევნიათ, მიხედონ თავიანთ პარტიას, რომელიც, ფაქტობრივად, კომიკურ ორგანიზაციად არის ჩამოყალიბებული და ორი წელია, რაღაც ბრაზილიურ სერიალს გვაყურებინებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ბუჩუკურის თქმით, მათ გუნდს არავის მოწოდება არ სჭირდება და მისთვის მსგავსი მოწოდებები კომიკურია.
„ჩვენს გუნდს არავის მოწოდება არ სჭირდება, ჩვენს ტაქტიკას და გზას მივყვებით. მათი მოწოდებები არც საინტერესოა და ჩემთვის კომიკურია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – წერს ნიკა მელია.