დაჩი ცაგურია: თუ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალა, მაშინ ის პასუხისმგებლობას იღებს ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი
თუ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალა, მაშინ ის პასუხისმგებლობას იღებს ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გამოვრიცხავ, რომ ასე შეიძლება მოხდეს. მაგრამ [თუ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალა] მაშინ ის პასუხისმგებლობას იღებს თავიდან ბოლომდე ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი და ეს ჩემზე კარგად ქალბატონმა სალომემ იცის. ერთად ვიბრძოდით ჩვენ და ყველა აქციაზე ის მოწინავე ფლანგზე იყო. ჩვენ ერთად ვუპირისპირდებოდით ამ რეჟიმს. [თუ ის სააკაშვილს შეიწყალებს], გამოდის რომ ტყუილი იყო, რასაც ამბობდა? რა უფლება აქვს ვინმეს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების და კიდევ სხვა წარმოუდგენელი სისასტიკის ჩამდენი ადამიანების მფარველი შეიწყალოს?“, – აღნიშნა ცაგურიამ.