“დანაშაულის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა” – მიხეილ სარჯველაძე
“დანაშაულის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, იქნება ეს პრეზიდენტი, იქნება ეს მიხეილ სარჯველაძე თუ ნებისმიერი სხვა”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ შეიძლება, განაპირობებდეს მსჯავრდებისგან ადამიანი გათავისუფლებას ავტომატურად და მექანიკურად მარტო იმის გამო, რომ ეს ადამიანი იყო ოდესმე პოლიტიკოსი და ვინმეს ვის მიმართ აქვს პოზიტიური შეხედულებები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია ახლა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.