კახა კალაძე ენერგეტიკოსებს ქართველ ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

    საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკოსებს ქართველ ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
“უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია ქვეყნისათვის ენერგეტიკის განვითარება, რაც საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და ხალხის კეთილდღეობის საწინდარია. წარმატებას ვუსურვებ ამ უმნიშვნელოვანესი დარგის ყველა თაობის წარმომადგენელს, რომლებიც პროფესიონალურად ასრულებენ მოვალეობებს და საკუთრი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, ღვაწლმოსილ და ვეტერან ენერგეტიკოსებს – ყველას გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და შრომით მიღწევებს საქართველოს საკეთილდღეოდ!“-აღნიშნავს მინისტრი მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები