სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ სახლში არიან

“ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბარი ეხებოდა საკითხს, რომლის მიხედვითაც, “უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველო 100 ათასი რუსის სახლი გახდა”.

კითხვაზე – რუსებს სჯერათ, რომ სახლში არიან? პრეზიდენტი პასუხობს – “ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა – რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ”.

კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

„სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები