“თუ თანხას არ მიიტანდა, დას მოუკლავდნენ” – გორის ერთ-ერთი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ მუქარის წერილი მიიღო

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლეს სკოლის ტერიტორიაზე წერილი დაუტოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტექსტში დასახელებული იყო თანხა, რომელსაც, თუ წერილის ადგილას არ დატოვებდა, მის დას მოკლავდნენ.

ირკვევა, რომ 10 წლის გოგოს მუქარის შემცველი წერილი მერხთან დახვდა. წერილით ბავშვს დათქმულ დროში კონკრეტული თანხის მიტანას და მერხთან დატოვებას სთხოვენ.

სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიყო, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები