სტამბოლში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

სტამბოლის დასავლეთ ნაწილში, შენობის სარდაფში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა ბაღჩილარის რაიონში, ერთ-ერთი საწარმოს შენობაში მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით მეხანძრეებმა ჩააქრეს.
აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. სამართალდამცველები მოკვლევას აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები