რეინკარნაცია – მისტიკა თუ ტრადიცია?

რეინკარნაციის იდეას, როგორც დღეს არის ცნობილი, არიელ ბრაჰმანებს უნდა ვუმადლოდეთ. ტომები, რომლებიც ქრისტემდე ორი ათასი წლის წინათ დასახლდნენ ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთსა და ახლანდელი ირანის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, სულთა გადასახლების იდეას აღიარებდნენ. შემდგომში ბრაჰმანთა რელიგიიდან ჰინდუიზმი შეიქმნა, ხოლო მოგვიანებით კი – ბუდიზმი.
რეინკარნაციის ელემენტები მრავლად იყო ძველი ეგვიპტელების შეხედულებებშიც, ზოროასტრიზმშიც, პირველყოფილი ხალხების რწმენებშიც და სხვა რელიგიურ თუ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობებში. რეინკარნაციისა სწამდათ ჩრდილო ამერიკელ ინდიელებს, ავსტრალიელ აბორიგენებს და უამრავ სხვა ტომს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. ძველ საბერძნეთში რეინკარნაციის მიმდევართაგან განსაკუთრებულ აღნიშვნას “ცოდნის მოყვარულნი” – ფილოსოფოსები: პითაგორა და პლატონი იმსახურებენ. მათ მეტემფსიქოზის მთელი დოქტრინა შექმნეს და დასაბამი დაუდეს გვიანანტიკური ეპოქის ფილოსოფიურ შეხედულებებს. მოგვინებით რეინკარნაციურმა სწავლებამ ქრისტიანობაშიც იჩინა თავი, თუმცა, დღეს საკმოად ძნელია იმის დადგენა, თუ რომელი აღმოსავლური სწავლების ზეგავლენით მოხდა რეინკარნაცია ადრექრისტიანულ ეპოქაში. ებრაულ რელიგიურ რწმენაში რეინკარნაციის იდეა, უმთავრესად, მოგვიანებით, კაბალის, – საიდუმლო სწავლების მიმდევრებთან გვხვდება.10694930_742126939186602_684997947_n
რაც შეეხება ქრისტიანულ რელიგიას, აქ რეინკარნაციის რწმენა ცალკეულ სექტებს, მაგალითად, მანიქეველებს, კათარიანელებს, ნესტორიანელებს ან დრუზებს ახასიათებდათ. ქრისტიანული გნოსტიკური მსოფლმხედველობის არაერთ მიმდევარს მიაჩნდა და ახლაც მიაჩნია სულების გადასახლება რეალურ მოვლენად. ქრისტიანულ რელიგიურ ავტორთაგან ამ იდეას ორიგენე იზიარებდა, რომლის ნაშრომებიცა და შეხედულებებიც თავიდან, 325 წლის ნიკეას, ხოლო საბოლოოდ 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე საეკლესიო კრებამ დაგმო და გაანადგურა. ამით რეინკარნაცია თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან, ყოველ შემთხვევაში, მისი მთავარი ნაკადებიდან. არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტებს და არც მართლმადიდებლებს არ სწამთ ამქვეყნად განმეორებითი მოსვლისა. ახლო საუკუნეებშიც და მოგვიანებითაც, რეინკარნაციას მრავლად ჰყავდა ევროპელი მიმდევრები. მათგან შეიძლება ვიკლიფი, ცვინგლი, ტელეზიო, ბრუნო დავასახელოთ.
ახალმა დრომ აზრის მეტი თავისუფლება მოიტანა და უკვე XVII საუკუნიდან მოყოლებული, რეინკარნაციის იდეა ხშირად გვხვდება მეცნიერებთან, მწერლებთან, რელიგიურ მოღვაწეებთან. სულთა გადასახლების სხვადასხვა ვარიანტისა სწამდათ ლაიბნიცს, ბონეს, ჰერდერს, ლესინგს, გოეთეს, შილერს, მოგვიანებით შოპენჰაუერს, მეტერლინკს და უამრავ სხვა ცნობილ პიროვნებას. განსაკუთრებული აღზევება დასავლეთის სამყაროში ამ შეხედულებამ ჯერ ელენა ბლავატსკის თეოსოფიით XIX საუკუნის დასასრულს, ხოლო შემდგომ რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიით განიცადა. XX საუკუნეში რეინკარნაცია მრავალი ახალი მისტიკური სწავლების შემადგენელ ელემენტად გადაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები