„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დაიწერა ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ევროკავშირის დირექტივას დაეყრდნო” – ნიკოლოზ სამხარაძე

„როგორც ყოველთვის, ახლაც ოპოზიციამ ის ტყვია გაისროლა, რომელიც მათ სხვათა შორის არსენალში უთავდებათ, რადგან რამდენჯერაც გაისროლეს, იმდენჯერ ფუჭი გასროლა გამოუვიდათ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ შემთხვევაშიც საერთოდ აცდენილი არიან რეალობას, რადგან ეს კანონპროექტი დაიწერა ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით. ფაქტობრივად, ყოველ სამ დღეში იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს კანონპროექტი ევროკავშირის დირექტივას დაეყრდნო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს. ამ შემთხვევაშიც ნათელი იყო, რომ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი გამოვიდოდა და იტყოდა, რაც ასეც მოხდა. ოპოზიციას თავისი სტრატეგია ძალიან არასწორად აქვს შერჩეული და ყოველ ჯერზე მარცხდებიან უაზრო ქმედებებით. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც პრობლემებს გვიქმნის, მთავარია – იმ გზაზე ვიაროთ, რაც დასახული გვაქვს,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები