“სიამოვნებით ვიქნებოდი მონა.ჯის საიტზე, მივმართავ, რომ ჩამსვან, გამიხარდება იმ საიტზე რომ შევალ, დავინახავ ჩემს დოსიეს” – ლევან სუხიტაშვილი
„ჯაფარიძე-ხოშტარია, ესენი არიან ჩვეულებრივად საბავშვო ბაღში რომ ორი მავნებელი ბავშვი და დიდად მათ მავნებლობას არანაირი განსაკუთრებული შედეგი რომ არ მოჰყვება“, – ამის შესახებ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ლევან სუხიტაშვილმა განაცხადა.
„მაგათ ასეთი რაღაცა ბევრი გაუკეთებიათ, კიდევ ვაშაძეც ხომ ჰყავდათ. ვირიშვილობებს იგონებენ ხოლმე და მერე გაუვა ყავლი ამას, შეხედავენ, რომ აზრი არ აქვს, ესეც ჩაივლის წყალივით და მერე გრანტების მოსახვეჭად, რამე ახალ სისულელეს მოიგონებენ. არ მგონია, ამ მონა.ჯის შექმნით რაღაც შედეგი დადონ. სიამოვნებით ვიქნებოდი იმ საიტზე. მოვუწოდებ, ჩამსვან მეც, რატომაც არა, რა პრობლემაა. გამიხარდება იმ საიტზე რომ შევალ დავინახავ ჩემს დოსიეს“, – განაცხადა სუხიტაშვილმა.