რატი ბრეგაძე: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულიყო
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულიყო.
“ყველა ნაბიჯი არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული 12-ვე პუნქტის შესასრულებლად, დეპოლარიზაციას ჰყავს ორი მხარე, ერთი მხარე ვერც პოლარიზაციას მოახდენს და ვერც დეპოლარიზაციას. ამ პუნქტის შესრულებაში, მათ შორის, ოპოზიციამაც უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა და შეასრულოს ქმედითი როლი, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი წარმოადგენს იმას, რომ 12-ვე პუნქტი იყოს თავიდან ბოლომდე შესრულებული. მე გეტყვით იმას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შესრულებულიყო 12-ვე პუნქტი“, – განაცხადა ბრეგაძემ.