ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი „ლენდ როვერის“ მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ავტომობილში ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იჯდა. გარდაცვლილია მძღოლის და და მეუღლე.

დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები