გურამ მაჭარაშვილი: გუბაზ სანიკიძეს თავის გუნდშიც ვეღარ იტანს ვერავინ
“გუბაზ სანიკიძეს თავის გუნდშიც ვეღარ იტანს ვერავინ და არავინ პატივს არ სცემს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სანიკიძის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
“მელიამ ერთხელ მოარტყა და გალახა, დანარჩენები აგინებენ. მაგის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარი არის, რომ ეგ აჟღერებს რადიკალური ოპოზიციის სიტყვებს. პირდაპირ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს არც ერი, არც ბერი, არც სახელმწიფო, არც არავინ. დაინახეს, ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში რაც ჰქონდათ რადიკალიზმისთვის, არის კანდიდატის სტატუსზე უარი და ეს ეკარგებათ და ეცლებათ ხელიდან”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.